суббота, 22 апреля 2017 г.

ჭარბი წონა- პროექტის პრეზენტაცია


დღე 9
რაში დამეხმარება პროექტები?
მომავალში პროექტით  სწავლება დამეხმარება უკეთესად ჩაერთვნენ მოსწავლეები სასწავლო პროცესში. იყვნენ მოტივირებულები, აქტიურად ასრულებდნენ დამოუკიდებლად სამუშაოს. მათი კვლევისა და კრიტიკული აზროვნების შესაძლებლობები უფრო გაიზარდოს. მოსწავლეებს შეხება ექნებათ ცხოვრების რეალურ ასპექტებთან. პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება დაინახოს თავისი ცოდნის პროგრესი და ისწავლოს პრობლემური საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა. პროექტი დამეხმარება ჩემი როგორც მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკის გამრავალფეროვნებაში.





воскресенье, 9 апреля 2017 г.

დღე 8
ვისწავლე როგორ შევუწყო ხელი მოსწავლეებს, რომ თვითრეგულირებადი გახდეს. როგორ განვასხვაოთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები. განვიხილეთ შინაარსის მიწოდების განსხვავებული გზები.ვისაუბრეთ წესებზე , რომლებიც ხელს შეუწყობსმოსწავლის დამოუკიდებლობას.

суббота, 8 апреля 2017 г.

დღე 7
ტრენინგზე ვისწავლეთ როგორ შევაფასოთ მოსწავლის ნაშრომი.. განვიხილეთ შეფასების გეგმის ჩეკლისტი .. გავეცანი, როგორ შევაფასო მოსწავლის ნამუშევრები შეფასების პროცესში., რათა პროექტის ფარგლებში სწორი მიომართულება. ვისწავლე რომელი ფორმა განუვითარებს მოსწავლეებს მაღალ სააზროვნო უნარებს. ვისწავლეთ, სწავლის პროცესში გამოვლენილ სირთულეებთან გამკლავება.ყოველივე ეს გამომადგება სწორად შევიმუშავო შეფასების კრიტერიუმები და სწორად შევაფასო მოსწავლის ნაშრომი.

воскресенье, 2 апреля 2017 г.

დღე 6
ტრენინგზე განვიხილეთ პროექტის სასწავლო მიზნის შესაბამისი ინსტრუმენტების შერჩევა. განვსაზღვრეთ როგორი მოთხოვნები გვაქვს ნაშრომთან დაკავშირებით. როგორ დავგეგმოთ ნაშრომი. რა ცოდნის გამოვლინებას ველით მოსწავლეებში.
დღე 5
ტრენინგზე ვისაუბრე პორტფოლიოების გაზიარებასა და უკუკავშირზე. თითოეულმა ტრენინგის მონაწილემ ერთმანეთს გავაცანით პორტფოლიოები. გამოვთქვით მოსაზრებები, შენიშვნები და მივეცით უკუკავშირი. განვიხილეთ საავტორო უფლებების რაობა. ვისაუბრეთ როგორ გამოვიყენოთ მოძიებული მასალები ისე, რომ არ დავარღვიოთ საავტორო უფლებები.

воскресенье, 26 марта 2017 г.

დღე 4
დღევანდელი ტრენინგზე განვიხილეთ და შევისწავლეთ შეფასების სტრატეგიები. ვისწავლეთ რა მეთოდები და ინსტრუმენტები გამოვიყენოთ პროექტის დასაწყისში, მსვლელობისას და დამთავრებისას.
  ტრენინგზე შესწავლილი შეფასებების სტრატეგიები დამეხმარება ჩემი მოსწავლეეების შეფასებაში პროექტზე მუშაობისას.

суббота, 25 марта 2017 г.

დღე 3.
დღევანდელი ტრენინგი დამეხმარა პროექტის მიზნებისა და სტანდარტების სწორად ჩამოყალიბებაში.ვისწავლე სწორად მოვახდინო ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების ჩამოყალიბება.
დღე 2. ავირჩიე პროექტის თემა. ჩამოვაყალიბე პროექტის შინაარსი. ვიმსჯელე კოლეგებთან ერთად განსახორციელებელი აქტივობების მიზანშეწონილობაზე. გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები. გავეცანით პუბლიკაციის რაობას, მის სახეებს და შექმნის გზებს. რაც დამეხმარება საზოგადოებას გავაცნო ჩემი პროექტის შესახებ.
დავიწყე ტრენინგი სახელწოდებით ,,პროექტებითსწავლება"
გავიგე როგორ უნდა დავგეგმო პროექტი. პროექტი დამეხმარება მოსწავლეებს განუვითარო 21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევები. განუვითარდეს მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრებაში. მიღებული ცოდნით გავუღვუვებ მოსწავლეებს საკითხებისადმი ინტერესს და ა.შ.